15 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან - რა კითხვები აქვთ ზურაბ აზარაშვილთან დეპუტატებს

დღეს პარლამენტში ჯან დაცვის მინისტრს მოუსმენენ. ზურაბ აზარაშვილი დეპუტატებს მინისტრის საათის ფორმატში შეხვდება. ის გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ზურაბ აზარაშვილი მინისტრის რანგში პარლამენტში პირველად მიდის.

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ როგორც მოსახლეობას, ასევე დეპუტატებს ძალიან ბევრი კითხვა აქვთ პირველ რიგში კოვიდპანდემიის მართვასთან დაკავშირებით, ასევე მისი კითხვები შეეხება ჯანდაცვის უწყების პროგრამების მუშაობასაც.

მმართველი პარტიის წევრი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ჯანდაცვა ქართული ოცნების ხელისუფლების პრიორიტეტია და მნიშვნელოვანი იქნება მინისტრის ხედვა ახალ რეფორმებსა თუ ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით.

ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის კოვიდპანდემიის მართვის ფინანსური მხარესთან დაკავშირებით აქვს კითხვები.

დღის ამბები