15 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სააკაშვილის ადვოკატები ექსპრეზიდენტის ექსპერტიზის ჩატარების საკითხს დააყენებენ

დღეს, სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე იმსჯელებს - საუბარია საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე. სააკაშვილი პროცესს არც დღეს ესწრება, მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

ადვოკატი რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. მათ შორის, დაცვის მხარე ითხოვს ექსპერტთა ჯგუფი შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს ჩაუტარონ სამედიცინო ექსპერტიზა.

სასამართლოში იმყოფება ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანიც. მისი განცხადებით, მზად არის წარსდგეს სასამართლოს წინაშე და დეტალურად ისაუბროს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, თუმცა ჯერ უცნობია მიეცემა თუ არა ექსპერტებს ამის საშუალება. 

"არ ვიცი დღეს, მოსამართლეს რა დამოკიდებულება ექნება და გადაწყვეტს, თუ არა მოუსმინოს ექსპერტს. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არც ექსპერტის მოსმენა არ არის აუცილებელი და არც სასამართლოში შუამდგომლობის დაყენება არ არის აუცილებელი. ექსპერტიზის დანიშვნის შემდეგ, პენიტენციური სამსახური არ არის უბრალოდ უფლებამოსილი უარი უთხრას ექსპერტს ციხეში შესვლაზე," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული, თუმცა აღნიშნული ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.

დღის ამბები