15 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებელმა" ვაშინგტონში ვიზიტის შემაჯამებელ შეხვედრა გამართა

"სტრატეგია აღმაშენებელმა" ვაშინგტონში კონგრესმენებთან და სენატორებთან ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. პარტიის ლიდერებმა ყველა ის საკითხი განიხილეს და საზოგადოებას გააცნეს,  რომელიც შტატებში ვიზიტის დროს წამოჭრეს. შემაჯამებელ ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტებიც ესწრებოდნენ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მთავარი განსახილველი თემები დახმარება თავდაცვის კუთხით, თავისუფალი ვაჭრობა და სავიზო რეჟიმის გამარტივებ იყოა.  

"მთავარი გზავნილი რა თქმა უნდა არის ის, რომ ამერიკა დგას ქართველი ხალხის გვერდით, სამი მიმართულებით, სადაც შეგვიძლია ამერიკასთან ვიმუშაოთ - ეს არის დახმარება თავდაცვისუნარიანობაში და ამერიკული ბაზებიც შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოში; თავისუფალი ვაჭრობა, რომ რუსეთის ნაცვლად ამერიკასთან ვიყოთ ეკონომიკურად ინტეგრირებულები და სავიზო რეჟიმის გამარტივება, შეიძლება უვიზო მიმოსვლაც კი, იმისთვის რომ ხალხთა შორის ურთიერთობა იყოს უფრო ახლო", - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები