29 აგვისტო 2026,   22:29
ვრცლად
"ჩვენი მოთხოვნაა, დაავალოთ პენიტენციურ დაწესებულებას, მიხეილ სააკაშვილთან ცენტრ "ემპათიას" ექსპერტების დაშვება" - სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მათი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილთან ცენტრ "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფის დაშვებაა.

მისი თქმით, "ემპათიას" ყველა ექსპერტი სერტიფიცირებული და ლიცენზიის მქონეა.

" ხაზი მინდა გავუსვა, რომ ცენტრ "ემპათიას" ყველა ექსპერტი გახლავთ სერტიფიცირებული სახელმწიფოს მიერ, მათ აქვთ შესაბამისი ლიცენზიები აღებული, ანუ არ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომ მათ შესაძლოა უფლება არ ქონდეთ ან რამე კომპეტენციის პრობლემა ქონდეთ",  - განაცხადა თუთბერიძემ.

დღის ამბები