თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელსაც თავად ბრალდებული სააკაშვილი არ ესწრებოდა, დაცვის მხარემ, სააკაშვილთან ცენტრ "ემპათიას" დაშვების შუამდგომლობა დააყენა, რასაც საქმის პროკურორიც გამოეხმაურა.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, ბრალდების მხარე სათანადო ექსპერტიზის ჩატარების წინააღმდეგი არ არის.
"როცა საკითხი ადამიანის ჯანმრთელობას ეხება სამედიცინო ექსპერტიზის კუთხით, ბრალდების მხარე სრულად მიანდობს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს და ჩვენ არ ვართ წინააღდმეგი აღნიშნულზე, რომ მოხდეს სათანადო ექსპერტიზის ჩატარება." - განაცხადა ვეფხვაძემ.