15 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
სიღარიბის ზღვარს მიღმა "ნაციონალური მოძრაობის" დროს 1 150 000 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი 800 000 ადამიანი ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე

სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით 10 პროცენტით არის შემცირებული. მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, განცხადებები "ქართულ ოცნებაში" გაკეთდა.

მმართველი გუნდის წევრებმა გადადგმულ ნაბიჯებსა და წინა ხელისუფლების დროს არსებულ საინფორმაციო კამპანიაზე ისაუბრეს.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ქვეყნის მოსახლეობის 30% ცხოვრობდა, დღეის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 20%-მდე შემცირდა. კობახიძის თქმით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა "ნაციონალური მოძრაობის" დროს 1 150 000 ადამიანი ცხოვრობდა,  დღეს კი 800 000 ადამიანი ცხოვრობს.

"სიღარიბის ზღვარს მიღმა "ნაციონალური მოძრაობის" დროს 1 150 000 ადამიანი ცხოვრობდა,  დღეს კი 800 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც ასევე ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ეს ძალიან მტკივნეული პრობლემაა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

დღის ამბები