15 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პანდემიის მართვა და ამ მხრივ გაწეულ ხარჯები - პარლამენტი ჯანდაცვის მინისტრს უსმენს

პარლამენტი ჯანდაცვის მინისტრს უსმენს. კანონმდებლებმა უკვე დასვეს კითხვები, პასუხებს  შესვენების შემდეგ მიიღებენ. დეპუტატების ინტერესის სფეროს სხვადასხვა საკითხი წარმოადგენდა, მათ შორის კითხვები დაისვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა, როგორ აფასებს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად ისმის სპეკულაციები და ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია. 

"მე მინდა შევეხო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით თემას. იცით, რომ ძალიან ხშირად არის სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართული დეზინფორმაცია. ჯანდაცვის მინისტრის შეფასება როგორია? დღეს ქვეყანა უზრუნველყოფს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არის თუ არა ქვეყანაში ის რესურსი, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს საჭირო ამა თუ იმ სერვისის მიწოდების კუთხით," - მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ მინისტრს.

პარლამენტში კითხვები დაისვა პანდემიის მართვასა და ამ მხრივ გაწეულ ხარჯებზეც, სამედიცინო სექტორებში არსებულ ვითარებაზე. დეპუტატებს მინისტრისგან აინტერესებდათ პანდემიის მართვის პროცესესის დეტალები, ასევე პანდემიისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობა და ის, თუ რამ განაპირობა რეგიონში კოვიდით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი.

დღის ამბები