15 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
"მე და ჩემი მეუღლე მუქარებს ვიღებთ იმ პირებისგან, რომლებიც თავს "აზოვის" მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად ასახელებენ" - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ბოლო ორი დღეა ის და მისი ოჯახი სიცოცხლის მოსპობის მუქარებს იღებენ ადამიანებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ "აზოველების" ახლობლები არიან.

არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინა იბრძოლებს "აზოვსტალიდან" ყველა მებრძოლის გამოყვანისთვის.

"მე და ჩემი მეუღლე უკვე მეორე დღეა მუქარებს ვიღებთ იმ პირებისგან, რომლებიც თავს "აზოვის" მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად ასახელებენ. ისინი ამბობენ, რომ მოკლავენ ჩემს ცოლს, მე და ჩვენს შვილებს, რადგან ჩვენ კიევში ვსხედვართ და უარს ვამბობთ "აზოვზე".

"აზოვის" მებრძოლების გარდა, ადგილზე არიან მესაზღვრეები, 36-ე საზღვაო ბრიგადა, ეროვნული გვარდია - ამ ჯარისკაცების ნათესავები მე და სხვებს მსგავსს არაფერს გვწერენ.

მე მესმის "აზოველების" მწუხარე ნათესავებისა და ცოლების, მაგრამ ვინც მათ ურჩევს, მუქარები მისწერონ ხელისუფლების წარმომადგენლებს სოციალურ ქსელებში, გირჩევთ გონს მოეგოთ და დაფიქრდეთ, ეს რას გამოიწვევს.

ბლოკირებულ ქალაქში მყოფი ნათესავი და მეგობრები ჰყავს პრეზიდენტის მთელ ადმინისტრაციასაც.
ჩვენ ვიბრძოდით, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ყველა მებრძოლისთვის, მაშინაც კი თუ ეს მებრძოლი მეტყვის, რომ მესვრის მე, ჩემს მეუღლესა და ჩემს შვილებს, მე მაინც ვიბრძოლებ მისთვის, რომ აქ ცოცხალი დაბრუნდეს, რადგან ხალხის მუქარა და სასოწარკვეთა ცალკე საკითხია და სხვა თემაა მებრძოლების გამოყვანა," - განაცხადა არესტოვიჩმა

დღის ამბები