15 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
"ჩავთვალოთ ეს პირველ ნაბიჯად საზღვარგარეთ გადაყვანის წინ და დაველოდოთ "ნაცმოძრაობის" ქმედებებს მათი დაშლის შესახებ" - იაგო ხვიჩია ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის შესახებ

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში.

ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის "ვივამედში" გადაყვანით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და შემდეგი ნაბიჯი იქნება საზღვარგარეთ გადაყვანა. ხოლო მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება და ამას მხოლოდ მაშინ იზამს, თუ "ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება. 

"ჩავთვალოთ ეს პირველ ნაბიჯად საზღვარგარეთ გადაყვანის წინ და დაველოდოთ "ნაცმოძრაობის" ქმედებებს მათი დაშლის შესახებ. "ვივამედში" გადაყვანის გამო დაშლა ნამეტანი იქნება, მაგრამ საზღვარგარეთ გადაყვანის შემთხვევაში მგონი აუცილებელიც კი არის. ჩემი აზრით, დასკვნა ვერ გადაიყვანს მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ, ამისთვის საჭიროა "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება. ხოლო პოლიტიკური ნება "ქართული ოცნების" რომ დადგეს, ამისთვის მოკლე გზად მიმაჩნია "ნაცმოძრაობის" დაშლა," - აცხადებს იაგო ხვჩია. 

დღის ამბები