მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" გადაყვანას პოლიტიკოსები აფასებენ. მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელები აცხადებენ, რომ "ვივამედში" ექსპრეზიდენტის გადაყვანა არის მხოლოდ პირველი ეტაპი, რომელმაც უნდა აღადგინოს სააკაშვილის ჯანმრთელობა, შემდეგ ნაბიჯი კი მათი აზრით საზღვარგარეთ გადაყვანა იქნება.
"ეს არის პირველი ეტაპი, რომელმაც ელემენტარულად უნდა აღადგინოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა შემდეგ იგი გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ. საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია, არა იმიტომ, რომ ექიმები არ გვყავს, არამედ იმიტომ, რომ ეს არ უნდა ხელისუფლებას,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი რომან გოცირიძე.