"შენი სიცოცხლე შენს ხელშია" - საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას მიეძღვნა, თბილისის საკრებულოში გაიმართა.
საინფორმაციო კამპანია კოალიცია "ევროპა დონა საქართველოსა"და ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა.
ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ სტატისტიკის მიხედვით, ძუძუს კიბო საქართველოში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და მათი მიზანია ხელი შეუწყონ პრევენციულ ღონისძიებებს, გავრცელების შეზღუდვასა და მკურნალობის დროულ დაწყებას.