15 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა არმიამ ლუგანსკის დასახლებულ პუნქტები არტილერიის გამოყენებით ოცჯერ დაბომბა

დონბასი, მუდმივი საჰაერო და საარტილერიო იერიშის ქვეშაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში,  რუსულმა არმიამ ლუგანსკის დასახლებულ პუნქტები, არტილერიის გამოყენებით 20-ჯერ დაბომბა.

პოპასნაიაში კი საოკუპაციო ძალებმა ადგილობრივებზე ნადირობა დაიწყეს - მათ იჭერენ და უცნობი მიმართულებით გადაჰყავთ. მთელი დღის განმავლობაში იბომბებოდა დონეცკის ოლქიც, რუსული რაკეტები და ბომბები ათ დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები.

მოსკოვი შეტევას ახორციელებს სხვა მიმართულებებზეც. მარტო ჩერნიგოვთან რუსულმა ავიაციამ 12 იერიში განახორციელა, ფრთოსანი რაკეტა მოხვდა ზაპოროჟიესაც.

"ყველა თავშესაფარში" - ეს მოწოდება და განგაშის სიგნალი წუხელ უკრაინის მთელ აღმოსავლეთში ისმოდა.

დასავლეთის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ პუტინი თავის გეგმას უკვე ორი კვირით ჩამორჩება, ამიტომ უკრაინა დღემდე არნახულ მასშტაბურ იერიშს უნდა ელოდოს.

ანალოგიური ინფორმაცია აქვს კიევსაც, რუსეთს მთელი თავისი სარაკეტო არსენალი უკრაინის საზღვრებთან ჰყავს მობილიზებული.

სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია რუსეთის შავი ზღვის ფლოტიც. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია მასირებული სარაკეტო დარტყმები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

დღის ამბები