03 მაისი 2024,   23:38
ვრცლად
თურქეთი "აზოვსტალის" ქარხნიდან, მებრძოლების ევაკუაციის დასაწყებად, მოლაპარაკების პროცესში შუამავლობას დათანხმდა

"აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუაციის მოლაპარაკებაში შუამავლობას თურქეთი დათანხმდა - ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ავრცელებს. ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საევაკუაციო გეგმის შემუშავება, რაშიც ჩართულია გაერო და წითელი ჯვარი.

"აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან ევაკუაციის მოლაპარაკებაში შუამავლობას თურქეთი დათანხმდა. დავიწყეთ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, რათა შევიმუშაოთ „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის საგზაო რუკა - დავიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. არის წითელი ჯვარი, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ხვდებიან რუსებს. ასევე, მოვილაპარაკეთ გაეროსთანაც და მივეცით მანდატი. ჩვენ გვჭირდება დოკუმენტი, თუ როგორ მოხდება "აზოვსტალიდან" ევაკუაცია და მას ხელი უნდა მოვაწეროთ. ამ რაუნდში შუამავალი არის თურქეთი",- განაცხადა ვერეშჩუკმა.

ლეგიონ "აზოვის" მებრძოლები კი აცხადებენ, რომ რუს სამხედროებთან ბრძოლას განაგრძობენ, თუმცა ისინი კვლავ მძიმე ვითარებაში არიან, ლეგიონის ინფორმაციით, არ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა და ჰყავთ ბევრი დაჭრილი. პარალელურად ვრცელდება კადრები "აზოვის" პოლკის მხრიდან სადაც სამხედროები რთული პიროებების მიუხედავდ საომარ მოქმედებეში არიან ჩართულები.

დღის ამბები