20 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
მობილური იუსტიციის სახლი უკვე მცხეთა-მთიანეთშია

საზოგადოებისთვის მცხეთა-მთიანეთში მობილური იუსტიციის სახლი უკვე ხელმისაწვდომია. იუსტიციის სამინისტროს 470_მდე სერვისი ხელმისაწვდომი რეგიონის ხუთ სოფელსა და მათ შემოგარენში 17 ათასზე მეტი მომხმარებლისთვის ხდება. პროექტით სარგებლობას წეროვანში, კომპაქტურად დასახლებული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებიც შეძლებენ.

ადგილობრივ მოსახლეობას სიახლეები პირადად გააცნო იუსტიციის მინისტრმა. პროექტი, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდა კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს მოიცავს.



დღის ამბები