31 მარტი 2025,   04:53
ვრცლად
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 38 წლის რატი შურღაია დაიღუპა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      უკრაინაში, იზიუმთან 38 წლის რატი შურღაია დაიღუპა. 

      რატი შურღაია წარმოშობით სენაკიდან იყო, მას უკრაინელი მეუღლე ჰყავდა. შურღაიას მამა და და თბილისში ცხოვრობენ.

      "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ რატი შურღაია რამდენიმე დღის წინ მძიმედ დაშავდა ხარკოვის ოლქში. ის გადიოდა მკურნალობას საავადმყოფოში, მაგრამ დღეს გახდა ცნობილი, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

      ქართველი მეომრის დაღუპვას ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საელჩო. საქართველოს კონსულის, ნანა ჩაბრავას  თქმით, უკვე დაწყებულია პროცედურები, რათა ცხედარი საქართველოში უმოკლეს დროში გადმოასვენონ.

      დღის ამბები
      მეტი