19 მაისი 2024,   02:33
ვრცლად
მადლობელი ვარ უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერობისთვის - დენის შმიგალი ურსულა ფონ დერ ლაიენს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, თავდაცვით და ფინანსურ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

დენის შმიგალმა ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერის პოზიციის დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას "ტვიტერის" გვერდზე დენის შმიგელი ავრცელებს.

"მეგობრული საუბარი გვქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან. მადლობელი ვარ ლიდერობისთვის უკრაინის მხარდაჭერაში. განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები თავდაცვით და ფინანსურ სფეროებში და ასევე ურთიერთთანამშრომლობა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე," - განაცხადა შმიგალმა.

დღის ამბები