15 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
ფინეთმა ნატო-ში გაწევრების შესახებ განაცხადის გაკეთებაზე გადაწყვეტილება, ოფიციალურად გამოაცხადა

ფინეთი ნატოში გაწევრიანების განაცხადს ოფიციალურად გააკეთებს, რის შემდეგაც ჯერი პარლამენტზეა, შვედეთი კი განაცხადის წარდგენას 17 მაისს გეგმავს. ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენცია გამართეს. 

პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდეს.


"ერდოღანის პოზიცია მაბნევს, რადგან მასთან 1 თვის წინ სატელეფონო საუბარი მქონდა, სადაც მან მითხრა, რომ ის მიესალმებოდა ფინეთისა და შვედეთის მიერ ნატოს წევრობის განაცხადის გაკეთებას. სწორედ ამიტომ, ჩემთვის დამაბნეველია ის, რაც გასულ დღეებში თურქეთის პოზიციის შესახებ მოვისმინეთ, რომელიც მუდმივად ცვალებადია. ჩვენ ახლა ძალიან მკაფიო პასუხი გვჭირდება. მე მზად ვარ განვაგრძო საუბარი პრეზიდენტ ერდოღანთან",- აღნიშნა საული ნიინისტემ.

"ჩვენი ინტერესია, რომ რატიფიკაციის პროცესი იყოს რაც შეიძლება მოკლე და წარიმართოს შეფერხების გარეშე. სწორედ ამიტომ, დღეს განხილვა გვქონდა ნატოს წევრ სახელმწიფოებთან. ჩვენს კოლეგებთან ერთად განვიხილეთ ჩვენი ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობების საკითხები. ამ დისკუსიით, რომელიც უკვე მიმდინარეობს და მომავალ თვეებშიც გაგრძელდება, ვცდილობთ დავრწმუნდეთ, რომ პროცესი წარიმართება შეფერხების გარეშე და სწრაფად რამდენადაც ეს შესაძლებელია. არ მიგვიღია მინიშნებები ნატოში იმის შესახებ, რომ იქნება რაიმე პრობლემა ფინეთის ან შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, ჩვენ უკვე მჭიდროდ ვართ დაკავშირებული ნატოსთან და ვართ მისი ახლო პარტნიორები. მოვისმინეთ საჯარო განცხადებები, რომ არსებობს კითხვები. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გვქონდეს განხილვა ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნებთან, მინისტრებთან და სხვა ლიდერებთან. მე არ ვფიქრობ, რომ იქნება რაიმე პრობლემა, მაგრამ ჩვენს ინტერესებში შედის, პროცესი სწრაფად წარიმართოს", - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა

შეგახსენებთ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს ვერ დაუჭერს ალიანსის გაფართოებას, რადგან ფინეთი და შვედეთი "ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია".

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ნატოში გაწევრიანებას ცდილობს, სამხედრო ალიანსის წევრების ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.

დღის ამბები