ჩვენ ვეწინააღმდეგებით მათ გაწევრიანებას არა იმიტომ, რომ თურქეთი ღია კარის პოლიტიკის წინააღმდეგია, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს, არ უნდა იყვნენ ნატოს წევრები,- თურქეთის საგარეო საქმეთა, განმარტავს, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.
მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი დიდი ხანია მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას იმის მიუხედავად, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს, უკრაინის, ბოსნია-ჰერცოგოვინას გაწევრიანებას ალიანსში.
"ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ ნატოს ღია კარის პოლიტიკას იმის მიუხედავად, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს, უკრაინის, ბოსნია-ჰერცოგოვინას გაწევრიანებას, ჩვენ მხარს ვუჭერთ ღია კარის პოლიტიკას. ნატო არის ალიანსი, არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაცია. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ჩვენ საფრთხეების წინაშე ვდგავართ, ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. როდესაც შვედეთისა და ფინეთის პოტენციურ წევრობას ეხება საქმე, ნათლად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. ამის მიზეზები ამ შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ ავხსენით. ამ ორ ქვეყანას კავშირი აქვს ტერორისტულ ორგანიზაციებთან და მათ იარაღით ეხმარებიან. მე ასევე აღვნიშნე შეზღუდვები ექსპორტზე - ეს ქვეყნები ზღუდავს თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქციას. მიუღებელია ნატოს წევრობის მსურველ ქვეყანას ჰქონდეს მსგავსი შეზღუდვა ნატოს წევრ ქვეყანაზე. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მათ გაწევრიანებას არა იმიტომ რომ თურქეთი ღია კარის პოლიტიკის წინააღმდეგია, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნები, რომლებიც ატარებენ ასეთ პოლიტიკას, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს, არ უნდა იყვნენ ნატოს წევრები" ,- განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებაზე გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა.