15 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს მარიუპოლში ვუმასპინძლოთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს კონკურსის მონაწილეებსა და სტუმრებს მარიუპოლში ვუმასპინძლოთ,- ასე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ვროვიზიაზე, უკრაინის გამარჯვებას. 

"ჩვენი სიმამაცე შთაბეჭდილებას ახდენს მსოფლიოზე, ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას! მომავალ წელს "ევროვიზიას" უკრაინა უმასპინძლებს - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს კონკურსის მონაწილეებსა და სტუმრებს მარიუპოლში ვუმასპინძლოთ. თავისუფალ, მშვიდობიან და აღდგენილ მარიუპოლში",- განაცხადა ზელენსკიმ მას შემდეგ რაც უკრაინა ევროვიზიის გამარჯვებული და შესაბამისად 2023 წლის მასპინძელი ქვეყანა გახდა.

"კალუშის" ბენდი პირველ ადგილზე 631 ქულით გავიდა. გამოსვლის ბოლოს ჯგუფმა მსოფლიოს მიმართა და უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები