15 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
"საუბარი, მათი მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე მიუღებელია, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვისაც და საერთაშორისო ინსტიტუციებისთვისაც" - გურამ მაჭარაშვილი გვარამიას განაჩენზე

ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ, შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" სასამართლოზე პოლიტიკურ გავლენას გამორიცხავენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში,  პოლიტიკურ დევნაზე საუბარი მიუღებელია საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ინსტიტუციებისთვისაც

"ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, დაახლოებით ორი წლის წინ, რომელიც იყო "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც დაადგინა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას ჰონდა სწორი, სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ "რუსთავი 2" ჰქონდათ მიტაცებული ბატონ გვარამიას და მის თანამზრახველებს. ქართული მართლმსაჯულების მიერ დადგინდა ის, რომ მას და მის თანამზრახველებს ჰქონდათ მიტაცებული თანხები და სამაგიეროდ ეს თანხები არ შედიოდა ბიუჯეტში იმ მიზეზით, რომ თითქოს "რუსთავი 2"-ს არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობები.

ის, რომ საუბარი მათი მხრიდან შეიძლება იყოს პოლიტიკურ დევნაზე, უკვე არის მიუღებელი, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვისაც და საერთაშორისო ინსტიტუციებისთვისაც, მაშინ როდესაც, პრაქტიკულად საერთაშორისო სასამართლომ ამ რადიკალურ ოპოზიციას და ამ მედია საშუალებებს, ვინც ამბობდა, რომ კანონიერად ფლობდნენ "რუსთავი 2"-ს, გადასცეს სავიზიტო ბარათი, რომლითაც დადგინდა, რომ ისინი არაკანონიერად ფლობდნენ ამ მედია საშუალებებს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დღის ამბები