05 ივლისი 2022,   04:45
ვრცლად
მაქვს მოლოდინი, რომ საწვავის ფასები უფრო მეტად უნდა შემცირდეს-ლევან დავითაშვილი

რატომ არ შემცირდა საქართველოში საწვავის ფასი მაშინ, როდესაც ბენზინის ღირებულება მსოფლიოში 12%-ით გაიაფდა,- მთავრობა იმპორტიორებთან შეხვედრებს აანონსებს. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ საწვავის გაიაფების მოლოდინი აქვთ.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ საქართველოში გაიაფებული საწვავის შემოსვლა მარტის ბოლოდან იწყება.

"საქართველოში გაიაფებული საწვავის შემოსვლა მარტის ბოლოდან, აპრილის დასაწყისიდან იწყება. თუმცა აპრილის პერიოდში, როდესაც მომხმარებლისთვის შესაძლო უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო მისაღები ფასი, შესაბამისად არ მოხდა საცალო ბაზარზე აღნიშნული ფასის კორექტირება",- აცხადებს ლექვინაძე.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ საწვავის იმპორტიორებთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

"პრემიერ-მინისტრის დავალებით, მე და ეკონომიკურ გუნდს გვექნება მეტი კომუნიკაცია საწვავის იმპორტიორებთან - უნდა მოხდეს ფასების კორექტირება. მაქვს მოლოდინი, რომ საწვავის ფასები კიდევ უფრო მეტად უნდა შემცირდეს",- აცხადებს დავითაშვილი. 

დღის ამბები