ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მუშაობს.
კითხვაზე, როგორია პოზიცია ტრიოს ქვეყნების განაცხადთან დაკავშირებით, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ევროკომისიის დასკვნაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.
"კანადა გვიბიძგებს, რომ სანქციები გავამკაცროთ და წარმოვადგინოთ ერთიანი ფრონტი რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინაში. ჩვენ გვაღელვებს ამ ომის შედეგები. მთელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგება. ეს გამოწვეულია არა სანქციების გამო, არამედ უკრაინაში რუსეთის ომის მიზეზით. რუსეთი ბლოკავს უკრაინის მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე გატანას. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ.
ასევე ვისაუბრებთ სანქციებზე, რომლებსაც კანადა და ევროპული კავშირი იღებენ. ჩვენს 27 წევრ ქვეყანას განსხვავებული მდგომარეობა აქვთ - ზოგი მეტად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, ზოგი ნაკლებად. ამ საკითხს განვიხილავთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სიტუაციის დარეგულირება მოხდეს.
უკრაინელები განაგრძობენ წინააღმდეგობას. ჩვენ გავაგრძელებთ მათ უზრუნველყოფას შეიარაღებით, რათა ისინი ბრძოლის უნარიანი დარჩნენ.
რაც შეეხება საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის კანდიდატის სტატუსს, ამასთან დაკავშირებით ველოდებით ევროპული კომისიის ანგარიშს. ჩვენ ამ საკითხზე იმაზე სწრაფად ვმუშაობთ, როგორც არასდროს," - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.