ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას ევროპული მომავლისადმი და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხრიდან წევრობის განაცხადის გაკეთებას და თვითშეფასების კითხვართან დაკავშირებულ პროცედურებს.