30 აგვისტო 2026,   09:40
ვრცლად
რამდენიმე კვირიანი უწყვეტი იერიშის შემდეგ პირველად, მარიუპოლში აფეთქბების ხმა აღარ ისმის

რამდენიმე კვირიანი უწყვეტი იერიშის შემდეგ პირველად, მარიუპოლში აფეთქებების ხმა აღარ ისმის - სიჩუმის რეჟიმს ინარჩუნებენ. უკრაინული მხარის განცხადებით, რომ ქალაქის მცველების გადარჩენის ოპერაცია გრძელდება და კიევი შემდგომ ეტაპზეც მუშაობს.

მარიუპოლის აუღებელი ციხე-სიმაგრიდან, ფოლადის ქარხნიდან 264 სამხედრო გამოიყვანეს. მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი  ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 კი ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენივკაში - ეს არის ქალაქები, რომელიც დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

შემდგომი ეტაპი სამხედროების გაცვლის პროცედურაა. ევაკუაციის ამსახველი მასალა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

დღის ამბები