თბილისის შემდეგ უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა ბათუმშიც.
უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა ქალაქის მე-20- საჯარო სკოლაში აქვთ. უკრაინელები არიან პედაგოგებიც. მათ ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
უკრაინული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას, ასევე საგანს "ჩვენი საქართველო".