15 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას და ბოლო ზარს ულოცავს, ამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართვა გაავრცელა:

"დღეს, საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება. დღეს უამრავი ახალგაზრდა თავისი ცხოვრების პირველი ეტაპის დამთავრებას, პირველ წარმატებას აღნიშნავს.

დარწმუნებული ვარ, ცხოვრების ეს ახალი ეტაპი გახდება თქვენი მომავალი წარმატებებისა და წინსვლის საფუძველი. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში თქვენ ახალგაზრდული სულისკვეთებით თქვენს სათქმელს იტყვით.

მინდა ყველამ იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გქონდეთ ყველა შესაძლებლობა, გამოიყენოთ თქვენი ინდივიდუალური რესურსები, მიიღოთ განათლება, გახდეთ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას.

გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, გისურვებთ თქვენი მიზნებისა და სურვილების ასრულებას!,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები