ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას. 86 მომხრე 11-ის წინააღმდეგ, თავი შეიკავა ორმა სენატორმა. თანხის დიდი ნაწილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემაზე დაიხარჯება. უკრაინის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა. ამასთანავე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო ტექნიკა გამოუყო. ამ საკითხზე განცხადება პენტაგონში გააკეთეს.
პენტაგონის პრესმდივნი, ჯონ კირბი ამბობს, რომ 100 მილიონიან დახმარების პაკეტში სამხედრო ტექნიკაც შევა და ეს ყველაფერი უკრაინაში ძალიან მალე გაიგზავნება.
"100 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტში იქნება ჰუბიცები, ტაქტიკური მანქანები, საარტილერიო მილები და კონტრ საარტილერიო რადარები. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მალე გაიგზავნება უკრაინაში.
რუსეთის შეჭრის შემდეგ 4 მილიარდი დოლარის დახმარება გამოვყავით უკრაინისთვის . 2014 წლიდან კი საერთო ჯამში შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გამოყო და ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა განვაგრძოთ მათთვის დამატებითი შესაძლებლობების უზრუნველყოფა." - განაცხადა კირბიმ.