15 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
"რესპუბლიკურ პარტიაში პოზიციების ასეთი გაყოფა უჩვეულო არ არის და უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ის გავლენას ვერ მოახდენს" - ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი

კანონპროექტი უკრაინის 40 მილიარდიანი დახმარების შესახებ სენატმა დაამტკიცა და ის უკვე ხელმოსაწერად პრეზიდენტთან არის გაგზავნილი. ზედა პალატაში, უკრაინის დახმარებას ყველა დემოკრატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ მიცემული თერთმეტივე ხმა კი, რესპუბლიკური პარტიის წევრებს ეკუთვნოდათ.

დემოკრატებმა თქვეს, რომ შექმნილ ვითარებას სენატში ამერიკის ბევრი მტერი უყურებს და შესაბამის დასკვნასაც გააკეთებს, რომ უფრო და უფრო მეტი სენატორი არ უჭერს მხარს ატორიტარიზმის თავდასხმის ქვეშ მყოფი დემოკრატიის დახმარებას. ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, რიჩარდ უეითზი "კურიერთან" ინტერვიუში განმარტავს, რომ რესპუბლიკურ პარტიაში პოზიციების ასეთ გაყოფა უჩვეულო არ არის და უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ის გავლენას ვერ მოახდენს.

"ომის შემდგომი კონსენსუსი, ძლიერი საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რესპუბლიკელებს შორის, გარკვეულწილად ახალია. მეორე მსოფლიო ომამდე რესპუბლიკურ პარტიაში ძლიერი იზოლაციონისტური ფრთა არსებობდა. ვნახეთ, რომ ასეთი ფრთა პრეზიდენტ ტრამპის დროსაც გაჩნდა და არსებობს. ის უმცირესობაა და მიიჩნევს, რომ ლიმიტირებული უნდა გავხადოთ ამერიკის ჩართვა უცხო ქვეყნებთან და ფოკუსირება საშინაო გამოწვევებზე გვქონდეს. ზოგიერთი მხედველობაში არ იღებს რუსულ საფრთხეს. ზოგი კი ნებისმიერი ქვეყნის დახმარებას საკამათოდ თვლის. იქნება ეს უკრაინა, ინგლისი თუ სხვა. თუმცა უკრაინის შემთხვევაში, ის უმცირესობაშია," - განაცხადა უეითზმა.

დღის ამბები