საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრთა კომიტეტის 132-ე სესიაში მონაწილეობს.
დიპლომატიური უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი მინისტერიალის ფარგლებში სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს, ასევე შეხვედრებს გამართავს როგორც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ევროპის საბჭოს ხელმძღვანელ პირებთან.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 132-ე შეხვედრას იტალიის თავმჯდომარეობით ქალაქი ტურინი მასპინძლობს.