15 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები ამბობენ, რომ ის მენტალურად ვერ იტანს საქართველოში ყოფნას, მით უმეტეს პატიმრის როლში - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრიs ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ პატიმრის ადგილსამყოფელი ოჯახის წევრების სურვილის გამო შეიცვალოს. აღნიშნული კომენტარი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით გააკეთა.

"ოჯახი ითხოვს, რომ გვაჩუქეთ პატიმარიო და არ არის კანონით ასე, რომ პატიმრის ჩუქება შეიძლებოდეს. მისი გულშემატკივრები ამბობენ, რომ ამ ადამიანის საქართველოშ ყოფნა არის მისთვის დამაზიანებელი და დამანგრეველი, ანუ მენტალურად ვერ იტანს საქართველოში ყოფნას, მით უმეტეს პატიმრის როლში. სამართალში ასეთი ცნება არ არსებობს, რომ ადამიანი თუ არ არის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი სხვა შემთხვევაში მისთვის საქართველოში მკურნალობაც კი მიუღებელია," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები