15 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
იმოქმედებს თუ არა ნიკა გვარამიას საქმე ევროინტეგრაციაზე - ოპოზიციის განცხადებებს "ქართულ ოცნებაში" სპეკულაციას უწოდებენ და კანონის უზენაესობაზე საუბრობენ

ოპოზიცია ირწმუნება, რომ ხელისუფლება სასამართლო გადაწყვეტილებებით ცდილობს, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა წაართვას. "ქართული ოცნების" ოპონენტები ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მართლმსაჯულების გარეშე ქვეყანაზე დასავლეთი უარს იტყვის.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" მიზანია, დასავლეთი იძულებული გახადოს, თავად თქვას უარი საქართველოზე.

ოპოზიციის წარმომადგენელი ხათუნა სამნიძეც დარწმუნებულია, რომ ნიკა გვარამიას საქმე გავლენას იქონიებს პარტნიორების გადაწყვეტილებაზე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მორიგი პოლიტიკური საქმის გაჩენით, ხელისუფლებამ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინაღობა დაამატა.

საქართველოს საგარეო კურსის ნიკა გვარამიასთან დაკავშირება არასერიოზულია "ქართული ოცნებისთვის". მმართველ გუნდში კანონის უზენაესობაზე საუბრობენ.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთ ადამიანზე გადის ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება, ძალიან ცდებით. როდესაც კრიმინალი დადასტურებულია სასამართლოს მხრიდან, მან უნდ აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ზარქუა, გვარამია, სააკაშვილი თუ სხვა. ევროსტანდარტი და ევროკავშირი არის სწორედ კანონის უზენაესობა და ეს ნიშნავს სამართლებრივ სახელმწიფოს. ეს ნიშნავს, რომ როცა დააშავებ და დაგიმტკიცდება, უნდა აგო პასუხი, ეს არის ევროკავშირი და ამისკენ მივილტვით ჩვენ,"- განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ.

სპეკულაციებს უწოდებს ოპოზიციის განცხადებებს უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი და აცხადებს, რომ ოპოზიციას არ გამოუვა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ხელი შეუშალოს.

დღის ამბები