30 აგვისტო 2026,   16:56
ვრცლად
ქმრის მიერ მოკლული ქალის დედის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია - ექიმების თქმით, ჯერჯერობით გაწერა არ იგეგმება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმრის მიერ მოკლული სოფო კვარაცხელიას დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. ინფარქტის დიაგნოზით ხათუნა ნაჭყებია ჯოენის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკვლელობიდან მალევე მოათავსეს.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს უტარდება გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა.

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია. უტარდება ყველა შესაბამისი გამოკვლევა და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა. დამატებით ინფორმაციას, ამ ეტაპზე პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვასაჯაროებთ. ჯერჯერობით, გაწერა არ იგეგმება, ეს დამოკიდებულია როგორი იქნება პაციენტის მდგომარეობა," - განაცხადა კარდიოლოგმა დავით გაბელაიამ.

საზარელი მკვლელობა თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე მიმავალ ავტობუსში ორი დღის წინ მოხდა.

დღის ამბები