20 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, სურდო, ყელის ტკივილი - რა სიმპტომები ახასიათებს რესპირატორულ ვირუსს და რატომ არის ის უფრო საშიში, ვიდრე "ომიკრონის" შტამი

ბოლო 3 კვირაა, პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარებები გადატვირთული რეჟიმით მუშაობენ. დღის განმავლობაში სატელეფონო ცენტრის თანამშრომლები 300-ზე მეტ ზარს პასუხობენ. ბრიგადები 24 საათის განმავლობაში მისამართიდან მისამართზე გადადიან. მიმართვიანობის გაზრდა მწვავე რესპირატორული ვირუსების გავრცელებამ გამოიწვია.

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო დღეს სრულად შევსებულია. პედიატრიულ კლინიკაში პატარები და მოზრდილები მაღალი ტემპერატურით, სუნთქვის გაძნელებით, სურდო-ხველა-ყელის ტკივილით, ალერგიული ფონის გააქტიურებით, ლიმფური ჯირკვლების გადიდებით და ფილტვების გართულებული ანთებით მიდიან. სამედიცინო დაწესებულების ინფექციონისტი "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ კლინიკის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, პაციენტებს სტაბილური მდგომარეობისთანავე ბინაზე წერენ.

თითქმის შევსებულია ბავშვთა ყველაზე დიდი კლინიკაც. "იაშვილის" საავადმყოფოში, პედიატრიული განყოფილება სრულად გავსებულია. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ სეზონური რესპირატორული ვირუსი - ბრონქიოლიტი უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კორონავირუსის შტამი - "ომიკრონი". ჯანმრთელობის გამწვავებული მდგომარეობის შემთხვევაში, პაციენტს 10 დღის განმავლობაში, სტაციონარში დარჩენა უწევს.

რესპირატორული ვირუსების აფეთქებას, პედიატრები პანდემიას და რეგულაციების დაცვას უკავშირებენ. ამბობენ, რომ საზოგადოების იმუნურ სისტემას ვირუსებთან გამკლავება უჭირს. პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაციაა, ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ წლამდე ბავშვების შემთხვევაში მოხდეს.

პედიატრების რეკომენდაციაა ვირუსის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, არ უმკურნალონ პატარებს თვითნებურად და სპეცილისტებს მიმართონ.

დღის ამბები