16 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
კვლევასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშნებია, მათ შორის ის, რომ წინა კვლევის თანაავტორი ელენე ხოშტარია იყო - ირაკლი კობახიძე CEPS-ის სტატიაზე 

ევროპული კვლევითი ცენტრის მკვლევარების სტატია არ გამოხატავს ცენტრის პოზიციას და ის მხოლოდ ცალკეული პირების პირადი მოსაზრებებია, - ამის შესახებ  მმართველ გუნდში აცხადებენ.

დღეს შეფასებები ამ თემაზე ოპოზიციის და უმრავლესობის მხრიდან კიდევ ერთხელ გაკეთდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ავტორებს შორის ოპოზიციის ცალკეული წევრებიც არიან და რეალურად დასკვნა, რომელიც დაიწერა, აცდენილია ფაქტებს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, "ამ კვლევასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშნებია, მათ შორის ის, რომ წინა კვლევის თანაავტორი იყო ელენე ხოშტარია.

"ახლა არიან ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირები, რომლებიც ამ კვლევას ემიჯნებიან. მთავარი არის ერთი - თვითონ ამ ორგანიზაციასაც, მათ შორის ელენე ხოშტარიას თანაავტორობით, რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული აქვს დასკვნა და თითოეულ ქვეყანას მიკუთვნებული აქვს ქულები საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. სამივე პარამეტრით, საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. ახლა იგივე ორგანიზაცია ავრცელებს სრულიად განსხვავებულ განცხადებას, ამის უკან კი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ინტერესი ჩანს,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ იკვეთება ინტერესი, რამენაირად დააზიანონ საქართველოს ევროპული მომავალი და ევროპული ინტეგრაცია:

"არის ინტერესი, რომ რამენაირად დააზიანონ საქართველოს ევროპული მომავალი და ევროპული ინტეგრაცია. ესეც სამწუხაროდ იმ დასკვნის საფუძველს გვაძლევს, რომ ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. 

საუბარია 20 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც ავტორები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს იხსენებენ. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს პოლიტიკური რეჟიმი წლებია ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და კანონის უზენაესობის შესახებ. 

დღის ამბები