16 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
პირდაპირ წერს ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომ საქართველოში პრობლემა არა მხოლოდ სასამართლო სისტემაა, არამედ მთლიანი სისტემა - რომან გოცირიძე 

ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, თითის გაშვერის ნაცვლად, იმუშაოს დემოკრატიული რეფორმების გამყარებაზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 

პოლიტიკოსების შეფასებები, 20 მაისს გამოქვეყნებულ ევროპული კვლევითი ცენტრის მკვლევარების სტატიას მოჰყვა, სადაც აღშნიშნულია, რომ საქართველოს პოლიტიკური რეჟიმი წლებია ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს.

"ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველომ უნდა მიიღოს პროგრესი ევროპის ინტეგრაციის გზაზე. რადგანაც სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება მათ შორის დემოკრატიული პროცესი ქვეყენაში. იმის მოჭიდებას, რომ მკვლევარებს შორის შესაძლოა განსხვავებული აზრი არსებობდეს, ხომ არ ჯობია "ქართული ოცნება" გამოვიდეს და თქვას, თვითონ რა გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო წარმატებით ინტეგრირებულიყო ევროპაში",- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი.

რომან გოცირიძის განცხადებით კი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია პირდაპირ წერს, რომ საქართველოში პრობლემა არა მხოლოდ სასამართლო სისტემაა, არამედ მთლიანი სისტემა:

"პირდაპირ წერს ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ საქართველოში პრობლემა არა მხოლოდ სასამართლო სისტემაა, არამედ მთლიანად არის სისტემა, რომელიც იმართება კონსტიტუციის გარეშე და ერთი ადამიანის ნებაზე. ის პირველი მერცხლები, რომლებიც წამოვიდა უკვე ივანიშვილის მიმართ - ნახატები არ გაატანინენს, თვითმფრინავი არ შეატანინეს და ა.შ მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილი გახდება სანქციების კანდიდატი, თუ უკვე შავ სიაში არ არის შეყვანილი. ამიტომ არის, რომ "ქართული ოცნება" გადაეფარა ასე ამ დოკუმენტის საწინააღმდეგოს,"- აცხადებს რომან გოცირიძე. 

დღის ამბები