15 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
საქართველოსთვის ევროკავშირის "პოტენციური კანდიდატის" სტატუსი ყველაზე გონივრული პოლიტიკური გამოსავალია – სოროსის ფონდის პროგრამების ხელმძღვანელისა და ბიოლის ფონდის ხელმძღვანელის ერთობლივი წერილი

სოროსის ფონდის პროგრამების ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე და ბიოლის ფონდის ხელმძღვანელი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს აქვეყნებენ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა მიიღოს არა კანდიდატის სტატუსი, არამედ პოტენციური კანდიდატის სტატუსი. 

მათი თქმით, ისევე როგორც 2010 წელს ევროკომისია მოიქცა ალბანეთის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით, მას შეუძლია საქართველოს დაპირდეს, რომ მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს და გახსნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს მას შემდეგ, რაც საქართველო გააუმჯობესებს თავის რეკორდს რიგ სფეროებში.

"უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და უკრაინის გადაწყვეტილება, ევროკავშირის წევრობის განაცხადზე, საქართველომ და მოლდოვამ სწრაფად მიბაძეს და განცხადებები წარადგინეს 2022 წლის მარტში. ახლა საქართველო და ევროკავშირი ისტორიულ გზაჯვარედინზე დგანან. საქართველოს მთავრობის არასაკმარისი დემოკრატიზაციის პროცესი, მისი არასაკმარისი განუსაზღვრელობა ქვეყნის ევროპული ორიენტაციისკენ, ასევე საქართველოს შიდა პოლარიზაცია და ფართოდ, ევროკავშირის გამოწვევები, გავლენას ახდენს ორივე მხარის უნარზე, რათა გაწევრიანება მოხდეს სწორი გზით. ამის გათვალისწინებით, "პოტენციური კანდიდატის" სტატუსი ყველაზე გონივრული პოლიტიკური გამოსავალი იქნება. როგორც გასულ წელს ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა თქვა - ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადები არ უნდა იყოს წარდგენილი, თუ აპლიკანტმა ქვეყანამ არ იცის რა იქნება პასუხი. თუმცა, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ, იგივე ასოცირებულმა ტრიომ, ყველამ წარადგინა ევროკავშირის წევრობის განაცხადი ისე, რომ არ იცოდნენ ევროკავშირის შესაძლო პასუხის შესახებ. ასე თუ ისე, ევროკავშირს მოუწევს უპასუხოს საქართველოს განაცხადს გაწევრიანებაზე და უმჯობესია, მზად იყოს გასაგები და თანმიმდევრული პასუხი ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილი ევროსაბჭოს სამიტისთვის.

მაშინ, როცა მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა პრაგმატიზმზე ეკისრება, პოპულისტური რიტორიკა ყველა მხრიდან არ უწყობს ხელს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და ხელისუფლების ერთ მაგიდასთან მოქცევას. შედეგად, ერთობლივი მოქმედება შეუძლებელი გახდა ისეთ საკითხზეც კი, როგორიც არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება," - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ავტორებს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის - სამხრეთ კავკასიის რეგიონის შეხედულებებად.

დღის ამბები