დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდა ქუთაისში. ღონისძიებაში მონაწილეობას როგორც საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, ისე დამწყები შემსრულებლები იღებდნენ.
მრავალფეროვანი იყო პროგრამა ზუგდიდშიც. ქალაქის ცენტრში, უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. დღის კულმინაცია სამეგრელოშიც გაკონცერტი იყო, სადაც მონაწილეობა ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა მიიღეს.