საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.
ადგილზე მისული დამთვალიერებლები, უწყების მიერ, ევროინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს გაეცნენ. მათ ასევე საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართულ-ევროპული ურთიერთობებისა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ამსახველ მასალებს. ბავშვებისთვის უწყებამ არაერთი საინფორმაციო და შემეცნებითი აქტივობა დაგეგმა.