20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
პოლონეთში მოკლული ქართველი ქალის საქმე - "საფარის" წარმომადგენელი ზუგდიდში როზეტა ყალიჩავას ოჯახს შეხვდა

ორგანიზაცია "საფარის" წარმომადგენელი ზუგდიდის სოფელ დარჩელში ჩავიდა, სადაც პოლონეთში, ქმრის მიერ მოკლული 27 წლის როზეტა ყალიჩავას ოჯახის წევრებს შეხვდა.

პირველ ეტაპზე ახლობლები ცხედრის ჩამოსვენებას ითხოვენ, შემდეგ უკვე ბავშვებზე მეურვეობა და მათი უსაფრთხო გარემოში ყოფნის უზრუნველყოფა სურთ.

ორგანიზაცია კი თავის მხრივ პოლონეთის სახელმწიფოს უჩივლებს, რადგან, მათი განმარტებით, არაერთი მიმართვის მიუხედავად, პოლონეთის პოლიციამ ქალის სიცოცხლე ვერ დაიცვა.

დღის ამბები