24 აპრილი 2024,   07:11
ვრცლად
სროლა ვაკეში - დაჭრილია 2 მამაკაცი

სროლა ვაკეში - დაახლოებით 1 საათის წინ, არაყიშვილის ქუჩაზე 2 მამაკაცი დაჭრეს.

"კურიერის" ინფორმაციით, ქუჩაზე გაიარა მოპედმა, საიდანაც ორ 25 წლამდე მამაკაცს, დაახლოებით 10 ტყვია ესროლეს. ისინი ფეხის არეში დაიჭრნენ, დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. 

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ. 

დღის ამბები