კანადელი ფოტოგრაფები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყველაზე ცნობილი მედია პროექტის ფოტოგრაფებს უმასპინძლა.
ფოტოგრაფებმა თითქმის მთელი საქართველო მოინახულეს და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღეს.
საქართველოში გადაღებული ფოტომასალა ქართულ-კანადური ფოტოალბომისთვის დაიბეჭდება, რომლის გამოცემაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმება.
კანადელი ფოტოგრაფი რენდი ვანდერსტარენი აცხადებს, რომ საქართველო მეთხუთმეტე ქვეყანაა სადაც პროექტის ფარგლებში მოგზაურობს.