მეცნიერთა მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარეობს, მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის მკვლევარები და სტუდენტები მონაწილეობენ.
წელს, ახალგაზრდა მეცნიერთა ყოველწლიურ საერთაშორისო სიმპოზიუმზე, მთავარ მომხსენებლად წარმოდგენილი არიან ოქსფორდის უნივერსიტეტის, ლონდონის სამეფო კოლეჯის, ედინბურგის და აარუსის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. სიმპოზიუმის ფარგლებში, თსუ მუზეუმმა, გამოფენა "არქეოლოგია და უნივერსიტეტი" მოაწყო.