ისტორიული საჩუქარი საქართველოს - რამდენიმე საათში, ქვეყანა მდინარე იორდანესთან მდებარე მიწის ნაკვეთს ოფიციალურად გადმოიბარებს.
იორდანიაში იმყოფება მთავრობის მეთაური. ირაკლი ღარიბაშვილი, პრინც ღაზისთან ერთად, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი მეფე აბდალას ხვდება.
ისტორიული დღის მონაწილეა "კურიერიც." მთავარი ღონისძიება თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.