ევროკავშირმა, მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე, შესაძლოა ემბარგოს დაწესება გადადოს - ამის შესახებ Politico იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, დიპლომატები განიხილავენ გზას, რომელიც შეამსუბუქებს იდეას, რუსული ნავთობის იმპორტის სრული აკრძალვის თაობაზე. ამის ნაცვლად კი, დროებით მაინც, მხოლოდ საზღვაო ხომალდებით მიწოდებულ მარაგებზე გამახვილდება ყურადღება.
ეს საშუალებას მისცემს უნგრეთსა და სხვა ქვეყნებს, განაგრძონ რუსული ნავთობის ყიდვა მილსადენებით.
სტატიაში ნათქვამია, რომ დიპლომატებს შორის ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო შეთანხმება არ შემდგარა.