დასავლეთი, რუსეთის აგრესიის შეკავებას სანქციებით ცდილობს, თუმცა ერთ - ერთი მთავარი მიმართულებით, რუსულ ნავთობზე უარის თქმის თვალსაზრისით, ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას კვლავ ვერ ახერხებს.
"ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან" - ეს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებია. მისი თქმით, თუ ევროპა რუსულ ნავთობზე უარს იტყვის, მაშინ პუტინი გასაღების ბაზარს სხვაგან მოძებნის და ამით, შესაძლოა უფრო მეტი სარგებელიც მიიღოს.
"ჩვენ, ყოველთვის უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი, რომ ჩვენს ეკონომიკას დიდი ზიანი არ მივაყენოთ. თუ ჩვენ დღეიდან რუსულ ნავთობზე სრულად ვიტყვით უარს, მაშინ პუტინი სავარაუდოდ, შეძლებს მის გაყიდვას მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასები გაიზრდება და მეტს გამოიმუშავებს. ეს, მის საომარ სახსრებს შეავსებს. ასე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან სტრატეგიული ამ საკითხთან დაკავშირებით",- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.