30 აგვისტო 2026,   07:28
ვრცლად
ათავისუფლებენ თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოდან თანამშომლებს მასობრივად - გენერალური დირექტორი ინფორმაციას უარყოფს

თანამშრომლების მასობრივი განთავისუფლებას უარყოფს რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაცია. კლინიკის დირექტორის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულება მუშაობს ჰიბრიდულ რეჟიმში, რის გამოც მოხდა კოვიდ თანაშრომლების სხვადასხვა დეპარტამენტებში გადანაწილება.

რეზერვრში გადაიყვანეს ის თანამშრომლები, რომლებსაც დაუმთავრდათ ხელშეკრულებები. კლინიკასთან ურთიერთობის გაგრძელებაზე, 14 თანაშრომლიდან, 2-მა უარი განაცხადა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ჯავარა უგრეხელიძე და ადმინისტრაციის სხვა წევრები კლინიკაში რჩებიან და მუშაობას განაგრძობენ.

"კლინიკაში გამოცხადებულია რეორგანიზაცია, რომელსაც აქვს ტექნიკური ხასიათი, რათა ხელი შეუწყოს ყველა იმ მიზნების და გეგმების შესრულებას, რაც გვაქვს დაგეგმილი," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლიანა ჭუმბურიძემ.

დღის ამბები