04 მაისი 2024,   21:15
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა არასრულწლოვნებს შორის - სამგორში დაჭრილი 15 წლის მოზარდის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ

სისხლიანი გარჩევა არასრულწლოვნებს შორის - სამგორში დაჭრილი 15 წლის ბიჭის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. მოზარდს დანით არაერთი მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის და მუცლის არეში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეობდნენ 74-ე სკოლის მოსწავლეები - ჩხუბიც სკოლის მიმდებარედ მოხდა.

თვითმხილველი, რომელმაც დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, ამბობს, რომ არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმე იყო, ხოლო ინციდენტში, რომელიც ავტოფარეხში მოხდა, 20-მდე პირი მონაწილეობდა.

სკოლის თანამშრომლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.

როგორც ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელი მერაბ ჯოხარიძე "კურიერთან" საუბარში აცხადებს, მოზარდს ბევრი სისხლი აქვს დაკარგული, ამ ეტაპზე სისხლდენის შეჩერება მოხერხდა, ჭრილობა ცივი იარაღითაა მიყენებული.

"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა დღის პირველ ნახევარში, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა.

 

დღის ამბები