17 მაისი 2024,   05:24
ვრცლად
ბრიტანეთი უკრაინაში სარაკეტო სისტემებს გაგზავნის, რომელსაც სამიზნეების განადგურება 80 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია

ომის 99-ე დღე უკრაინაში. ქვეყნის დასავლეთში ოკუპანტებმა რკინიგზა დაბომბეს. თავდასხმა კარპატების მთებში მოხდა. იერიშის მიზნად უკრაინული მხარე მოკავშირეებისგან საწვავის და იარაღის მიწოდების შეფერხებას ასახელებს. დაშავდა ორი ადამიანი.

შეტევა გრძელდება ლუჰანსკის ოლქში ქალაქ სევეროდონეცზე. როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსეთის ჯარმა კონტროლი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე დაამყარა.

შავ ზღვაში ორი რუსული სადესანტო კატერის ჩაძირვის შესახებ იტყობინება უკრაინის ოპერატიული სარდლობა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინაში მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს გაგზავნის. საუბარია იარაღზე, რომელსაც სამიზნეების განადგურება 80 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია. უკრაინელი ჯარისკაცები სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე წვრთნებს გაერთიანებულ სამეფოში გაივლიან.


დღის ამბები