ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იწყება. არ არის გამორიცხული, სხდომა ისევ გადაიდოს.
საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე დღეს პროცედურულად გათვალისწინებულია ყოფილი პრეზიდენტის გამოკითხვა, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას ვერც ამჯერად დაესწრება.
"სამწუხაროდ პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს მოსვლას, რის გამოც ეს პროცესი დიდი ალბათობით გადაიდება, მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დასტაბილურდება.
სამართლებრივი აბსურდია დასაჯო ადამიანი სამართლებრივი თვალსაზრისით, დააკისრო სამართლებრივი პასუხისმგებლობა პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, ეს არის სრული პოლიტიკური დევნა," - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.