22 მაისი 2024,   01:36
ვრცლად
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სასამართლო სხდომა ბათუმში - ფინანსური დანაშაულის გარდა,  ბიზნესმენის სახლიდან ამოღებულია 7 გრამი კოკაინი

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სასამართლო სხდომა ბათუმში - ფინანსურ დანაშაულთან ერთად, ათობით მსხვილი კომპანიის მფლობელს, ახალი ბრალდებაც წაუყენეს, ესაა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. გამოძიების ინფორმაციით, ოზთურქის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 7 გრამი კოკაინი ამოიღეს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

სასამართლო პროცესზე, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიუღიათ, დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ბრალდება სრულიად აბსურდულია. 

კომპანია მეტროს წარმომადგენელი ნანა სარიშვილი აცხადებს, რომ ბრალდება, რასაც თურქ ბიზნესმენს უყენებენ, აბსურდულია. 

ბიზნესმენის ადვოკატი თენგიზ კახიძე ბრალს არ ეთანხმება.

დღის ამბები